ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულში,საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ამირან თევდორაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დიხაშხოს საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერეს. ამ მომენტისთვის უკვე გადახურულია შენობა, შეცვლილია კარ-ფანჯარა, მიმდინარეობს შიდა სარემონტო, იატაკის , ჭერისა და კედლების დამუშავების პროცესი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში და მისი ღირებულება 383 754 ლარია.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება ელექტრო გაყვანილობა, მოეწყობა ცენტრალური გათბობა, გაილესება და შეიღებება შენობის გარე ფასადი, ასევე მოხდება ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა.
სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდ კინგს“-ი მუშაობს.
თანამედროვე სტანდარტების დაცვით რეაბილიტირებული სოფელ დიხაშხოს საბავშვო ბაღი, აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს, ბაღში იფუნქციონირებს „ბაგა“ ჯგუფიც. შენობა 60 აღსაზრდელზეა გათვლილი და ის სრულად იქნება ღჭურვილი ბავშვის მოვლისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო რესურსით