დიხაშხო – სოფელი მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 180 მეტრი. ვანის ცენტრიდან 6 კილომეტრი. დიხაშხოს ჭალა მიდამოებში ამოიედინება დიაშხოს გოგირდის გეიზერი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ვიზუალით, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც შიდა ასევე უცხოელ ტურისტებში. ოთხივე სეზონის განმავლობაში მას უწყვეტად სტუმრობს ასობით ტურისტი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
დიხაშხოს გოგირდის გეიზერის სამკურნალო თერმული (თბილი) წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, უსაფრთხოა და უნიკალურია საყრდენ-მამოძრავებელი და პერიფერიული ნერვული სისტემის, ჭარბი წონის კორექციისთვის, გულ-სისხლძარღვთა, გინეკოლოგიური, სოკოვანი და მრავალი სხვა დაავადების სამკურნალოდ. ის უნიკალურია, როგორც კანის ასევე თმის და ფრჩხილის მოვლისა და პროფილაქტიკისთვის.
დიხაშხოს გოგირდის გეიზერი მისი უნიკალური ვიზუალის, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების გამო ტურისტებისთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია იმერეთის რეგიონში. ის ბუნებრივი, თვითნაბადი ღია აუზია, როგორც გადმოცემით ამბობენ 100 წელზე მეტია რაც არსებობს…
ესტუმრეთ დიხაშხოს გოგირდის გეიზერს წელიწადის ოთხივე სეზონზე, ნებისმიერ დროსა და ამინდში. გაანებივრე საკუთარი და გაჯანსაღდი. განიტვირთე და მიიღე დაუვიწყარი შთაბეჭდილება.