მესამე დღეა ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა ვანის მუნიციპალიტეტში. წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროენერგიის და ინტერნეტის გადამცემი ბოძები, საცხოვრებელი სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავები, ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა ვანის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის ადმინისტრაციის შენობის სახურავიც .
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არსებული შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მუნიციპალიტეტში მოქმედებს ცხელი ხაზი, რათა პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეებმა შეძლონ ოპერატიულად დაკავშირება ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
ასევე შექმნილია სტიქიის დამთვლელი კომისია, რომელიც ახდენს სტიქიის შედეგების აღრიცხვას.
ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, ადგილზე ეცნობა სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
ძლიერი ქარის გამო გამოწვეული საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში, მიმართეთ გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ს , ან დარეკეთ ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე, (0432) 22 10 34 , 591 30 02 80 .