2020 წლის 14 დეკემბრიდან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს მთავრობისა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერას“ მიერ ხორციელდება პროექტი „ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია თემსა და მმართველობას შორის და ქალთა გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.“
პროექტი ხორციელდება იმერეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში ვანსა და ბაღდათში და მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, მოქალაქეთა ინფორმირების მექანიზმების გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდის გზით და ქალთა ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.