საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია
იმერეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება
მათ შორის, ვანის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია
პროექტი მოიცავდა ვანში თავისუფლებისა და თამარ მეფის ქუჩების, 16 შენობისა და 2 პარკის რეაბილიტაციას. მოეწყო ღობეები და განათება და მოწესრიგდა ცენტრალური მოედანი
პროგრამის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტში, ასევე, მიმდინარეობს მეორე ეტაპის სამუშაოები
„განახლებული რეგიონების“4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას
#ინფრასტრუქტურა2023
#განახლებულირეგიონები