ადგილი, სადაც დაისვენებთ და გაერთობით
გვესტუმრეთ განახლებულ ტყე-პარკში, მშვიდობის გორაზე. დაისვენეთ, გაერთეთ და განიტვირთეთ; დატკბით პანორამული ხედებით, სიმწვანით და სიმშვიდით.
აქ დაგხვდებათ: მოსასვენებელი სივრცეები, შადრევანი, გადმოსახედი კოშკი, საბავშვო ატრაქციონები, სასმელი წყლის შადრევანი, სავარჯიშო სივრცე, ასევე საპიკნიკე არეალები.
პარკი გათვლილია ყველა ასაკობრივ ჯგუფზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. აქ შესაძლებლობა გაქვთ აღნიშნოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღები, თუ მოვლენები; შეიკრიბოთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად; მოიწვიოთ სტუმრები.
კოშკიდან, რომელიც ტყე-პარკის ყველაზე მაღალ ადგილას მდებარეობს, იშლება ულამაზესი ხედები.
რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსი შენარჩუნდა და შეივსო მწვანე ნარგავებით.
ტყე-პარკი XX საუკუნის 60-იან წლებში გაშენდა „მშვიდობის გორა“ ეწოდა.
მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა, რომ ჩვენი ქალაქი უფრო კეთილმოწყობილი და სანახაობრივად დატვირთული იყოს. მთავარია ერთად მოვუფრთხილდეთ და მოვუაროთ ამ სილამაზეს.
ტყე-პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი, საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მერიის ხელშეწყობით განხორციელდა