გორას ადმინისტრაციულ ერთეულში, ენუქიძე-კერძევაძეების საუბნო გზაზე ბეტონის საფარი იგება.
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია გზის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ.
მიმდინარეობს აღნიშნული გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელსაც ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან ბილდი“.
სპეციალისტების განცხადებით, ენუქიძე-კერძევაძეების საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.