![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას შიდა საუბნო, საავტომობილო გზების რეაბილიტაცია წარმოადგენს. კერძოდ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში , მოსახლეობის სურვილის შესაბამისად , ბეტონის გზები დაიგება მეფარიშვილების უბანში, კუშუბოურში – ბურკაძე – სოსელიების უბანში, მიქელეფონში – ბელთაძეების უბანში და ეწერ ტობანიერში.