თანამდებობა: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
სახელი, გვარი: თამარ ადეიშვილი
დაბადების თარიღი: 1984 წლის 10 მაისი.
განათლება: 1990-2001 წ.წ. სწავლობდა ვანის მუნიციპალიტეტის გ.ტაბიძის სახელობის N2 საჯარო სკოლაში. 2001-2005 წ.წ. სწავლა განაგრძო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტში ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე (ბაკალავრი), სპეციალობა აგრობიზნესის მენეჯმენტი. 2005-2007 წ. გაიარა მაგისტრატურა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიში ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე, სპეციალობა-აგრობიზნესის მენეჯმენტი.
სამუშაო გამოცდილება: 2009 წლიდან მუშაობდა ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში სპეციალისტად. 2010 წლიდან – ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წამყვან სპეციალისტად, ბიუჯეტისა და პირველადი აღრიცხვის საკითხებში-ბუღალტრის მოადგილე. 2012 წლიდან – ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მთავარ სპეციალისტად. 2013 წლიდან – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელად. 2014 წლიდან დღემდე არის ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 591195719 ელ.ფოსტა: tamar.adeishvili@vani.gov.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა