ვანის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბარია, სოფელ რომანეთში მიმდინარე გზის აღდგენის სამუშაოებს ადგილზე გაეცვნენ.
რომანეთში ათწლეულების მანძილზე არსებული უგზოობის პრობლემა გადაიჭრა და დღეს, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
აღნიშნული გზის 2 კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 554 211 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მიმდემი“ ასრულებს.სპეციალისტების განცხადებით, რომანეთის საავტომობილიო გზის რეაბილიტაცია, ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.