ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონია ქალაქ ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ, დრამატულ თეატრში გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში ვანის, კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრმა, გაიმარჯვა ნომინაციაში – „ საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი. „ სპექტაკლისთვის ,ჟან ანუის „ანტიგონე.“
„თეატრალური იმერეთი“ -ს დახურვის ცერემონიალს, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, სახალხო თეატრის სამსახიობო დასთან ერთად დაესწრო.
წელს ფესტივალი მეცამეტედ გაიმართა ,რომლის ფარგლებში მოქმედი, პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ 17 სპექტაკლი იქნა წარმოდგენილი.
პროექტს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.