5 დეკემბერს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელმძღვანელობა გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ,,შშმ ვანის ბავშვთა დღის ცენტრს“ ნათელი მომავალს ეწვივნენ და დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
სტუმრებმა ბენეფიციარების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ და მათი ნამუშევრები დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის მერმა-ალექსანდრე გოგორიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ-გიორგი ივანიაძემ ღონისძიების მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება შშმ ,,ვანის ბავშვთა დღის ცენტრს“ რათა შშმ პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ და ჩართული იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს აღინიშნება და 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა მისი მიზანია შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის და ღირსების პატივისცემა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ყველა ადამიანის საჭიროებებზე მორგებული, თანასწორი და მდგრადი განვითარების მნიშვნელობას.