შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუქედის დასახლებაში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, პირველ მოადგილესთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული გზის რეაბილიტაციას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პალადა „ .
მუქედის დასახლებაში მიმდინარე საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოებს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი აფინანსებს.