სოფელ ბზვანში მიმდინარეობს ბზვანი ზედა ბზვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი.
აღნიშნული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ.
მიმდინარე საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ახორციელებს.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტის ფარგლებში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.