ვანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
სოფლებში პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის მიზნით ,ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, დღეს ყუმურის, ტობანიერის,მთისძირისა და შუამთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდნენ.
ყუმურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას მიიჩნევს, მათთვის ასევე პრიორიტეტულია სოფლის ცენტრში სკვერისა და გარე განათების მოწყობა.
ტობანიერში ადგილობრივების ინიციატივით, სოფლის პროგრამის ფარგლებში სანიაღვრე არხის, ბეტონის გზის, გარე განათების და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა დაიგეგმა.
მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობა პრიორიტულად სოფლის ცენტრისა და ორი მინი სტადიონის კეთილმოწყობას, მდინარე ნასერელაზე არხების გაწმენდასა და სასაფლაოს გზის რეაბილიტაციას მიიჩნევს.
შუამთაში სოფლის მოსახლეობის მთავარ მოთხოვნას საცალფეხო ხიდის მშენებლობა, ცენტრალური სკვერის კეთილმოწყობა და მინი სტადიონის რეაბილიტაცია წარმოადგენს.
კოვიდ პანდემიის გამო, სოფლის საერთო კრებები იმართება ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.