„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ წარდგენა ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში დღეს დასრულდა ძულუხის, სულორის, დიხაშხოს და სალხინოს მცხოვრებლებთან შეხვედრით.
დღეს გამართულ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებით, პროექტის ფარგლებში, ისრითში მოეწყობა მოსაცდელი და გაკეთდება შიდა საუბნო გზები; სოფ. სულორის ცენტრში მოხდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია. ზენობანში – მინი სტადიონის კეთილმოწყობა დასრულება. დიხაშხოში სასაფლაოს შემოღობვა გადაწყდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.