„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გრძელდება შეხვედრები სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან. დღეს მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოხდა ზეინდრის, სალომინაოს, ფერეთას, უხუთის და საპრასიის მოსახლეობასთან. დასახელდა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში მოგვარდება- შიდა საუბნო გზები, გარე განათება, სანიაღვრე არხები, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა.