„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა შეხვედრები გამართა ძულუხის, სულორის, დიხაშხოს და სალხინოს მოსახლეობასთან. შეხვედრის დროს, ერთობლივი გადაწყვეტილებით, დასახელდა ადგილობრივი მკვიდრთათვის მოსაგვარებლად ყველაზე მნიშვნელოვანი თემები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, სასაფლაოს და ეკლესიის ეზოს შემოღობვა და საფეხბურთო მინი სტადიონის შეკეთება.