დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ბზვანის, ამაღლების და საპრასიის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.
ქვედა ბზვანში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, დაფის გორას სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე მოეწყობა გარე განათება, მათივე გადაწყვეტილებით განათება მოეწყობა, ბზვანის ცენტრიდან, ცენტრალურ საავტომობილო გზამდე.
ზედა ბზვანში ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს, მჟავანაძეების უბანში არსებული ბეტონის გზის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებას.
მოსახლეობის მოთხოვნით ამაღლებაში, ფუტკარაძეების უბანში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზა რეაბილიტირდება. სოფელ ინაშაურში კი, ინაშაური-ზედა ინაშაურის დამაკავშირებელ, სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი.
საპრასიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოეწყობა მინი სტადიონი, კობელაურის უბანში კი შეიღობება სასაფლაო.
რაც შეეხება სოფელ რომანეთს, აქ ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ პროექტად ,სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, პოლიეთილენის მილების შეძენა და დამონაჟება დასახელდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასამართი შეხვერდების დროისა და ადგილის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ეცნობება მერის წარმომადგენლების მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
#სოფლისმხარდაჭერა2023