ქალაქ ვანში პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
რეაბილიტაცია უტარდება თამარ მეფის ქუჩას, შეიცვალა საცხოვრებელი სახლის ღობეები , ჭიშკრები, მოეწყო ტროტუარები და გარე განათება.
ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე სკვერს.
პროექტის შემდგომ ეტაპზე იგეგმება : თავისუფლების, ჭავჭავაძისა და სოლომონ მეორეს ქუჩების იერსახის სრული რეაბილიტაცია.
#ვანიანტიკურიქალაქი
#განახლებულირეგიონები