ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი პროექტ „წიგნების თარო“-ს ფინალის გამარჯვებულებს შეხვდა, გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ფულადი ჯილდო გადასცა.
გილოცავთ ღირსეულ და დამსახურებულ გამარჯვებას. საამაყოა ასეთი ჭკვიანი, განათლებული და მონდომებული ახალგაზრდები ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მადლობა თქვენ, თქვენს სკოლას და მშობლებს ამ დიდი სიხარულისთვის და წარმატებისთვის რომელიც თქვენი შთამბეჭდავი თამაშით მოგვიტანეთ. – განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა შეხვედრის დროს.
„წიგნების თაროს“ XIV სასკოლო სეზონის ფინალური თამაში კვირას, 28 ივლისს გაიმართა ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის და ბათუმის პირველი საჯარო სკოლის გუნდებს შორის. მირიან სვანაძის , გაბრიელ გიორგაძის და ლუკა ჯოჯუას შთამბეჭდავი და დამაჯერებელი თამაშით ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის გუნდი ჩემპიონი გახდა.
გამარჯვებულის ტიტულთან ერთად ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის გუნდმა ასევე აიღო „საუკეთესო გუნდი“-ს პრიზი და მირიან სვანაძე გახდა XIV სასკოლო სეზონის აღმოჩენა. გამარჯვებულები 2 კვირით ბრიტანეთში გაემგზავრებიან.
კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება ჩვენს საამაყო ბიჭებს!