22 დეკემბერს გაიმართა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი უძღვებოდა. განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი:
საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა ვანის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლის მოცულობამ 10 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა (აქ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტში უახლოეს მომავალში აისახება!)
საკრებულომ ასევე დაამტკიცა 2023 წლის სოციალური პროგრამები (სულ 15 სოციალური პროგრამა) და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა;
ცვლილებები შევიდა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივ სარგოებში – საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, მათი ოდენობა მინიმუმ 10%-ით გაიზარდა;
საკრებულომ ასევე თანხმობა მისცა მუნიციპალიტეტის მერს მერიის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურში რეორგანიზაციის გამოცხადებაზე და გარე განათების ბოძის შპს „მაგთიკომი“-სთვის გადაცემაზე.