ვანის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და უშუალო მონაწილეობით, სისხლის უანგარო დონაციის მასშტაბური აქცია გაიმართა.
აქციაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივმა მოხალისეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა, სისხლის დონაციის უანგარო აქციებში პერიოდულად მონაწილეობს.
დღევანდელი აქცია სისხლის ცენტრის , სათნადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა.
ყველა ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სისხლის ჩაბარება 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6 ჯერ.
#### გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე.