ვანის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა.
გარემოს დაცვის მიზნით მიმდინარე აღნიშნული აქცია, ვანის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართული იყო, ალექსანდრე გოგორიშვილი, მოადგილეებთან, საჯარო მოხელეებთან, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან და ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად.
საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს დაფუძნდა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
კამპანიის ფარგლებში ხდება გარემოს გაწმენდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
აქციის მიზანია სუფთა გარემოს შენარჩუნება გაუმჯობესების მიზნით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობა.
დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.