ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის მხარდაჭერით, საერთაშორისო ასოციაციამ ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ვანში მცხოვრებ 17 შშმ პირს სამედიცინო ეტლები გადასცა.
აღნიშნული ორგანიზაცია 2010 წლიდან ახორციელებს გრძელვადიან პროექტს ამერიკული ორგანიზაციის LDS Charities დახმარებით, რომელიც შშმ პირთათვის ეტლების უფასო გადაცემას გულისხმობს .
„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“ ორგანიზაციას ვანში 2016 წლიდან დღემდე შშმ პირებზე 74 სამედიცინო ეტლი აქვს გაცემული.
საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის” ვანის მუნიციპალიტეტთან მომავალშიც ითანამშრომლებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საჭირო პროექტებს განახორციელებს.