მ/წლის 4 მარტს ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით, საკრებულოს თანამდებობის პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს, კერძოდ ხუთი და ექვსი არასრულწლოვანი შვილების დედებს მერიის სააქტო დარბაზში უმასპინძლეს.
შეხვედრა გახსნა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ-გიორგი ივანიაძემ, რომელმაც მრავალშვილიან დედებს დედის დღე, დამდეგი 8 მარტი- ქალთა დღე მიულოცა და აღნიშნა:
„ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები შევჯერდით და გადავწყვიტეთ, რომ გამოგვევლინა მრავალშვილიანი დედები, რომლებსაც ჰყავთ ხუთი, ექვსი ან მეტი არასრულწლოვანი შვილები, ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 17 ასეთი მრავალშვილიანი დედაა და მაქვს პატივი, რომ მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ, რადგან დედობა ყველაზე მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში, გმირობაა თქვენის მხრიდან ის, რომ ამდენ მამულიშვილს უზრდით ჩვენს ქვეყანას, რაც დასაფასებელია და მინდა გამოვხატო ჩვენი დიდი პატივისცემა თქვენს მიმართ”.
მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს ასევე საკრებულოს წარმომადგენლებმა და გენდერული საბჭოს წევრებმა და შეხვედრის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს, ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ „ხუთი და ექვსი“ არასრულწლოვანი შვილების დედებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.