🌷 ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას და ტიტებით შეამკეს, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი .
📜დღესვე ვანში, 9 აპრილის სკვერში, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია.
👉1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა, სასანგრე ნიჩბებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილენი. ულმობელი ანგარიშსწორებისას დაიღუპა 21, დაიჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. დაღუპულებს შორის უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც.
👉1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
#მადლობათავისუფლებისთვის