ვანის მუნიციპალიტეტში, დიდთოვლობის გამო, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ორი დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
თოვლის საფარისგან გზის გაწმენდით სამუშაოებს, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია პირადად უწევენ მონიტორინგს.
უკვე გაიწმინდა ფერეთას უხუთის და გორას ადმინისტრაციული ერთეულების საავტომობილო გზები.
ამ წუთებში კვლავ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები საპრასიის, სალომინაოს და ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში.