21 სექტემბერს “ვანელობის” სახალხო დღესასწაული აღინიშნება! ამ დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები დაიწყო დილიდან.
დილით ღვთისმშობლობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ ეკლესიაში.
მოწყობილი იყო საბავშვო და გასართობი სივრცეები ჩვენი პატარა მეგობრებისთვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ბევრი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა.
გივი ყიფიანის სახელობის განახლებულ სკვერში ადმინისტრაციულ ერთეულებმა თავიანთი გასტრონომიული კულტურა წარუდგინეს იქ მყოფ სტუმრებსა და ადგილობრივებს.
ა(ა)იპ „ვანის ტურიზმის ცენტრის მიერ წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ღვინისა და შემოდგომის ნობათის გამოფენა/ დეგუსტაცია; ვანის კრაფტ- ფესტი
სპორტ სკოლაში ჩატარდა ტურნირი ჭიდაობაში, რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე დაესწრო.
„ვანელობის“ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა საპატიო ვანელის დაჯილდოება. ვანის მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სხვადასხვა დარგში, მშობლიური ქალაქის სახელის წარმოჩენისთვის ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა წელს 9 მოქალაქეს საპატიო ვანელის წოდება მიანიჭა და ჯილდოები გადასცა.
ამ წლის საპატიო ვანელები არიან:
- გივი ჭიჭინაძე
- ნაზი ვაშაყმაძე
- კახაბერ თოდუა
- აზა სართანია
- გოჩა ბაკურაძე
- გური მენაბდიშვილი
- ივანე თვალავაძე
- ირაკლი გოგორიშვილი
- ბეჟან ხურციძე (გარდაცვალების შემდეგ)
„ვანელობის“ სახალხო დღესასწაულის დასკვნით ეტაპზე მერიის მიმდებარედ ტერიტორიაზე მასშტაბური კონცერტი გაიმართა. აქ შეკრებილი სტუმრების მხიარულ განწყობაზე და გართობაზე ზრუნავდნენ ჯგუფები „არგო“, „ღამის შოუს ბენდი“ და დიჯეი ზაპა.
დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
კიდევ ერთხელ, საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ვანელობის სახალხო დღესასწაულს!