ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო მემორიალი.
დღესვე გმირების მემორიალთან, ვანის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, 9 აპრილის ტრაგედიის თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული პერფორმანსი – „ ჩვენი გმირები“ გაიმართა.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა, საქართველოდ დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. ამას გარდა იყვნენ დაჭრილები. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.