მოსახლეობასთან შეხვედრები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს.
დღევანდელი შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ, სალომინაოს, ფერეთას, ზეინდრის, გორას და უხუთის მოსახლეობასთან გამართა.
სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებმა მოსახლეობამ პრიორიტეტად წარმოადგინა სასმელი წყლის სისტემისა და საწრეტი არხების მოწესრიგება, ასევე გარე განათების მოწყობა და გზის რეაბილიტაცია.
ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობა პრიორიტეტად გარე განათების მოწყობას და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ისახავს.
ზეინდრის მოსახლეობისთვის პრიორიტეტს სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტირება წარმოადგენს. ასევე მათთვის მნიშვნელოვანია გარე განათებისა და საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა.
გორას ადგილობრივი მაცხოვრებლების ძირითად მოთხოვნად ცენტრისა და გარე განათების მოწყობა მიიჩნევა, მათთვის ასევე მნიშვნელოვანია სანიაღვრე არხებისა და საუბნო გზების რეაბილიტირება.
უხუთის მოსახლეობამ კი პრიორიტეტად დასახა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
კოვიდ პანდემიის გამო, სოფლის საერთო კრებები იმართება ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით.
პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება ვანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.