ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 101 წლის ივანე შარაშენიძეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული, დღეგრძელთა დახმარების სოციალური პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა.
მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა პირადად მიულოცა უხუცეს ბატონს 101 წლის იუბილე, ტკბილეულის კალათა მიართვა და 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
დღეგრძელთა დახმარების სოციალური პროგრამა ერთ-ერთია მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებულ სოციალურ პროგრამებს შორის, რომლის თანახმადაც ვანში მცხოვრებ, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეებს ყოველწლიურად, ერთჯერადად 1000 ლარი გადაეცემათ.
2020 წელს დღეგრძელთა დახმარების პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწია 9 ბენეფიციარს (9000 ლარი), 2021-ში კი ჯერ-ჯერობით სამ ბენეფიციარზე გაცემულია 3000 ლარი.
ვანის მუნიციპალიტეტის მერია საუკეთესო სურვილებით ულოცავს ბატონ ივანე შარაშენიძეს 101 წლის იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.