ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, მაღლაკელიძე-ჭელიძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერეს.
აღნიშნული გზის 1 100 მ-იან მონაკვეთზე იგება ასფალტბეტონის საფარი.
მაღლაკელიძე-ჭელიძეების უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს ასრულებს შპს „ჯორჯიან ბილდი“.
პროექტის განხორციელებაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 195 460 ლარი იხარჯება.