ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის ადმინისტრაციულ ერთეულში, მინაშვილების საუბნო-საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
მინაშვილების საუბნო გზის რეაბილიტაციას,ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ახორციელებს, რაზედაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 183 900 ლარი იხარჯება.
სპეციალისტების განხადებით, ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები ვადების დაცვით , ხარისხიანად მიმდინარეობს.