სოფელ ტობანიერში, კუშუბოურის, მაჭუტაძეებისა და ჯულაყიძეების საუბნო-საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია.
აღნიშნულ უბნებში საავტომობილო გზის აღდგენის სამუშაოებს ახორციელებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“.
სპეციალისტების განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.