მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024
დღეს ვანში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით, „ კონსულტაციის დღე შენს მუნიციპალიტეტში „ , მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
საინფორმაციო შეხვედრას ვანში ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
შეხვედრების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან, რეფორმით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ადგილზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ვებპორტალზე: SLR.napr.gov.ge რეგისტრაციასა და ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს სრულად აზომავს, დაარეგისტრირებს და მონაცემთა ერთიან ბაზას შექმნის.
მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა.კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: