ინფრასტრუქტურული ობიექტების მონიტორინგის ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, გორას ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძევაძე- ენუქიძეების საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
კერძევაძე – ენუქიძეების საუბნო გზაზე ასფალტის მოწყობის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზამშენი XXI “ ასრულებს.
სპეციალისტების განცხადებით, რეაბილიტაციის პროცესი ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.