ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ქალაქ ვანში, რუსთაველის ქუჩაზე, ბაზრის შემოვლითი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ,ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა პირველ მოადგილესთან, გოჩა ჭუბაბრიასთან ერთად დაათვალიერა.
რუსთაველის ქუჩაზე, ბაზრის შემოვლით გზაზე იგება ბეტონის საფარი, ამავდროულად ეწყობა საპარკინგე ადგილები და რკინა ბეტონის წყალგამტარი არხები.
პროექტის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 284 439 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს ახორციელებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ მიმდემი“.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის პირველ ნახევარში დასრულდება.