- შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ვანის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გადასცა.
- ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, თავის მოადგილეებთან, გოჩა ჭუბაბრიასთან და ვლადიმერ ხელაძესთან ერთად ახალი ტექნიკის გადაცემას და მის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
- სახანძრო ტექნიკა მანევრულობით და მობილობით გამოირჩევა. მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რას მუნიციპალიტეტის პირობებშია საჭირო. აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი; აქვს 3,5 ტონიანი წყლის ავზი და 200 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანაში ასევე დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულიად ავტომატიზებულია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვაც.