2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ ვეტერანებთან და მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან ერთად ყვავილებით შეამკო იმ ვანელი გმირების საფლავებიც, რომლებიც შინდისში ბრძოლის დროს დაიღუპნენ.
2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ვანის მუნიციპალიტეტიდან 5 ჯარისკაცი დაიღუპა: შოთა ხურციძე, შალვა ტრაპაიძე, დავით დვალიშვილი, ილია გაბუნია და მიხეილ დვალიშვილი.
საუკუნო დიდება ჩვენს საამაყო გმირებს.