ვანის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზაზა გიორგაძემ გახსნა.
Სხდომა საკრებულოს უხუცეს დეპუტატს ილია დვალიშვილს მიჰყავდა.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და მოადგილე ვლადიმერ ხელაძე.
დღევანდელ სხდომაზე არჩეული იქნა ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძე, პირველი მოადგილე შოთა დიასამიძე და მოადგილეები ბექა ლაჭყეპიანი და შალვა ლორთქიფანიძე.
საკრებულომ დაამტკიცა კომისიების შემადგენლობა და აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეები:













