დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს, მდინარე სულორის ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მეტრზე, ვანიდან 6 კილომეტრის დაშორებით.
გოგირდოვანი წყლები სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებებით ხასიათდება. დიხაშხოს გეიზერები და აუზები, გარდა სამკურნალო თვისებებისა, სილამაზითაც გამოირჩევა. ღია ცის ქვეშ, თეთრ აუზებში მოლივლივე კამკამა, ლურჯი, ცხელი წყალი შესანიშნავია განტვირთვის და ვანის ერთ-ერთ მიმზიდველ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
დიხაშხო ისტორიულ წყაროებში პირველად XVIII საუკუნეში იხსენიება და სოფელში დგას ამავე პერიოდის ვაშლარის მენელსაცხებლე დედათა სახელობის დედათა მონასტერი.
როგორ მივიდეთ
დიხაშხოს გოგირდოვანი აუზები იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში მდებარეობს, ვანიდან 6 კმ-ის დაშორებით. აუზებთან მიდის სამანქანო გრუნტის გზა.