სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „ბ.პ.ჰესის“ მიერ ვანის
მუნიციპალიტეტში მდ. სულორზე 4.8 მგვტ სიმძლავრის
ჰიდროელექტროსადგურის „სულორი ჰესის“ მშენებლობა-
ექსპლუატაციის და 35 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის გაყვანის პროექტის
სკოპინგის ანგარიში
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 4.8 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „სულორი ჰესის“ მშენებლობა-ექსპლუატაცია და 35 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის გაყვანა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ბ.პ.ჰესი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ვანის მუნიციპალიტეტი
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
– 2023 წლის 2 ოქტომბერი, 15:00 საათი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. სულორის საჯარო სკოლის შენობა
– 2023 წლის 3 ოქტომბერი, 11:00 საათი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
– 2023 წლის 3 ოქტომბერი, 11:00 საათი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფ. დიხაშხოს საჯარო სკოლის შენობა
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ
უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების
წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
წარმოდგენილ სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და
მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 4
ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-
ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე
გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).
დამატებით გაცნობებთ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაციის
ნაბეჭდი/მატერიალური ვერსიის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს სსიპ
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. საჯარო განხილვასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს (ტელ: (+995 322) 112023, ელ-ფოსტა: ph@eiec.gov.ge, მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N32გ).