„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები გრძელდება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე ამაღღლების, ინაშაურის, საპრასიის, რომანეთის, და ბზვანის მოსახლეობას შეხვდნენ.
პრიორიტეტულ თემებად, რომლებიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, დასახელდა: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების და ბოგირების მოწესრიგება და სასაფლაოს შემოღობვა.