ვანში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის, ხისა და თუნუქის გადასახური მასალით უზრუნველყოფის პროცესი მიმდინარეობს, მასალის გაცემის პროცესს პირადად ხელმძღვანელობს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.
იანვრის თვეში ძლიერი ქარის შედეგად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანდა 74 საცხოვრებელი სახლის სახურავი, 1 მრავალბინიანი საცხოვრებელი და 4 ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის ცენტრალური სტადიონის ადმინისტრაციის შენობაც.
ხის დაცემის შედეგად დაზარალდა 2 ადამიანი, რომელთაგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია დაჭირდა. ოპერაცია დაფინანსდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე დაზარალებულს მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში გაეწია ფინანსური დახმარება.
სტიქიის შედეგად ყველა დაზარალებული ოჯახი უახლოეს დღებში სრულად დაკმაყოფილდება სახლების გადასახური მასალით.