ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში, იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
ღონისძიებას პირადად მასპინძლობდა ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი .
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (www.legalaid.ge) არის უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ისეთ იურიდიულ მომსახურებას როგორიცაა:
►იურიდიული კონსულტაცია ყველასთვის – ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
► სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.).
►საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სისხლის სამართლის პროცესში, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულისათვის, არასრულწლოვანი დაზარალებულის და გამოსაკითხი პირი/მოწმის ინტერესების დასაცავად.
► საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე.
► წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე.
ოფისის გახსნის შემდეგ, შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომლებსაც ვრცელი ინფორმაცია მიეწოდათ სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ, ასევე მათ წარედგინათ კონსულტანტი ლანა უგულავა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას.